ფიცო სლოვაკეთის წამყვანი მედიასაშუალებების შეზღუდვაზე ალაპარაკდა
17/11/2023 11:37:02 მსოფლიო
სლოვაკეთის ახალი პრემიერ–მინისტრი რობერტ ფიცო ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებების შეზღუდვაზე ალაპარაკდა.
მან „TV Markíza“, „Denník N“, “SME” და „Aktuality“ ხელისუფლების მიმართ მტრულ განწყობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მთავრობის ოფისში არასასურველი სტუმრები არიან, ვიდრე მათი სამთავრობო უწყებაში მუშაობის ნებართვები შემოწმდება.
ამ განცხადებამ შეშფოთება გამოიწვია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რადგან შიშობენ, რომ მედიაზე თავდასხმა სლოვაკეთს უნგრეთის გზაზე დააყენებს.
2023 წლის 30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა, რომელსაც ხშირად ადანაშაულებდნენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.
სლოვაკეთის ახალი კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც 150 წევრიან პარლამენტში ჯამში 79 მანდატი აქვთ.
2023 წლის ოქტომბერში რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მალევე მან განაცხადა, რომ წინააღმდეგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააკრიტიკა.


