
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
07/12/2023 13:38:07 ეკონომიკა, რეკლამა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6790 ლარი ეღირება, ევრო – 2.8850 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3702 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6860 ლარი ღირდა, ევრო – 2.8987 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3846 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.