Accentnews.ge
რუსეთიდან საქართველოში 20 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა

რუსეთიდან საქართველოში 20 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა

07/12/2023 13:08:41 ეკონომიკა

საქართველოში მიმდინარე წლის 10 თვეში 2 312 480 აშშ დოლარის 56 ტონა პრეზერვატივი (ვულკანიზირებული რეზინის კონტრაცეპტივი) შემოვიდა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით – 20 ტონა (1 629 700 აშშ დოლარის)შემოიტანეს რუსეთიდან. ტოპ –ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლატვია, გერმანია, მალაიზია და ჩინეთი.

საქართველოდან 10 თვეში 947 050 აშშ დოლარის – 11 ტონა პრეზერვატივი გავიდა. 7 ტონა სომხეთში, 4 ტონა ბელარუსში.

2022 წლის იმავე პერიოდში საქართველომ 2,1 მილიონი დოლარის ღირებულების 50 ტონა პრეზერვატივი მიიღო. ძირითადი იმპორტიორები იყვნენ რუსეთი, გერმანია, ლატვია, ყაზახეთი და ინდოეთი.

ბოლო 10 წელში პრეზერვატივების იმპორტი 157%-ით არის გაზრდილი. 2013 წელს საქართველოში 899 420 აშშ დოლარის 41 ტონა ვულკანიზირებული რეზინის კონტრაცეპტივის იმპორტი განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S