Accentnews.ge
კემერონი: თუ პუტინს აქ არ შევაჩერებთ, ის მეტის წასაღებად დაბრუნდება

კემერონი: თუ პუტინს აქ არ შევაჩერებთ, ის მეტის წასაღებად დაბრუნდება

07/12/2023 10:24:26 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონის განცხადებით, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტისა, აუცილებელია, დასავლეთი უკრაინაზე ფოკუსირდეს.

"ვიცით, რომ თუ პუტინს აქ არ შევაჩერეთ, ის მეტის წასაღებად დაბრუნდება, ამერიკის მტრები კი გაიხარებენ" – თქვა კემერონმა აშშ-ში Sky News-თან საუბრისას.

კამერონი ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის რამდენიმე მილიარდიან დახმარების პაკეტის დაბლოკვა აშშ-ს "ნაკლებად სანდო" პარტნიორად აქცევს.

აშშ–ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის უკრაინისთვის და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისიწინებდა.

კერძოდ, 6 დეკემბერს სენატში დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დასაწყებად საჭირო პროცედურული კენჭისყრა ჩატარდა. მომხრე 49 სენატორი იყო, წინააღმდეგი - 51. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო 100-დან, სულ მცირე, 60 სენატორის მხარდაჭერა. ხმა წინააღმდეგ მისცეს ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა, დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა და ბოლო მომენტში სენატის დემოკრატმა სპიკერმა ჩაკ შუმერმაც, რათა "შესაძლებლობა ჰქონდეს სენატს მიმართოს საკითხის გადახედვის წინადადებით".

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატი გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტის დაბლოკვის შესახებ "გამაოგნებელსა და საშიშს" უწოდებს.

მან რესპუბლიკელები მწვავედ გააკრიტიკა:

„სიტყვა-სიტყვით რომ ვთქვა, ისინი მზად არიან, უკრაინა ბრძოლის ველზე დააჩოქონ და ამ პროცესში ზიანი მიაყენონ აშშ–ის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა:

„თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, დანარჩენი მსოფლიო რას გააკეთებს?!".

რესპუბლიკების მწვავედ გაკრიტიკების შემდეგ ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მზადაა "მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდეს საზღვარის საკითხზე, თუ ეს არის ის, რაც საჭიროა ამ პაკეტის საბოლოოდ დასამტკიცებლად".

როგორც ამერიკული მედია იუწყება, "ბაიდენის ამ განცხადებამ იმედი გააჩინა, რომ პროგრესი შეიძლება, მიღწეული იქნას მომდევნო დღეებში, რადგან სენატი საზღვრის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია ამერიკის პოლიტიკაში".

დემოკრატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს 110 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის (61 მილიარდი) და ისრაელის დასახმარებლად და სამხრეთის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.

რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებასა და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.

6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების საკითხს არ გადაწყვეტს, ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება.

თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S