უნგრეთში აშშ-ის ელჩი: ვხედავთ მოკავშირეს, რომელიც NATO-ს ეყრდნობა და თავს კომფორტულად გრძნობს, ამასთან, უგულებელყოფს მოკავშირეების ინტერესებს
06/12/2023 11:15:48 მსოფლიო
უნგრეთში აშშ-ის ელჩმა დევიდ პრესმანმა უნგრეთის მთავრობა ნატო-ს მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა. იუწყება Reuters.
„დღეს ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მოკავშირეს, რომელიც ნატო-ს ეყრდნობა და თავს კომფორტულად გრძნობს, ასევე, უგულებელყოფს მოკავშირეებისა და ჩვენი ალიანსის ინტერესებს, მათ შორის ევროპაში ომის დროს“, - განაცხადა პრესმანმა.
მისი თქმით, მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფა აშკარაა, როცა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეხვევა და იმუქრება, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარებას შეაჩერებს.


