Accentnews.ge
თურნავას პასუხი კითხვაზე, მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა

თურნავას პასუხი კითხვაზე, მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა

06/12/2023 11:03:36 ეკონომიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე დაინტერესდა მოახერხა თუ არა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქაღთველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა. კერძოდ, დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას შემდეგი კითხვით მიმართა:

"მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? ეხლა არ თქვათ, რომ ფარცხალაძეს, რომელმაც 13 უძრავი ქონება გადაუფორმა თავის ოჯახის წევრებს და ეს ყველაფერი ერთ დღეში ყველაფერი მოასწრო საჯარო რეესტრში და ამდენი ბიზნესები ჰქონდა, მას საქართველოში ფული არ ჰქონდა".

თურნავამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და საკითხი "საბანკო კონფიდენციალობით" ახსნა.

"ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას. არსებობს ასე ვთქვათ, საბანკო კონფიდენციალობა, მაგრამ, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა", - განაცხადა თურნავამ გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა "საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის" საპასუხოდ. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესი დაუშვა, რომლის თანახმად, კომერციულ ბანკებს ფარცხალაძეზე სანქციების გავრცელების ვალდებულება აღარ ეკისრებოდათ. სებ–ის ხსენებული გადაწყვეტილების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა (პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ) დატოვა. სებ-იდან წავიდა პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც.

ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა სალომე ზურაბიშვილმა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.

იქამდე კი ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მის სახელზე არსებული ქონების შვილისთვის ერთ დღეში გადაფორმება მოასწრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S