Accentnews.ge
თურნავა: ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება გასულ წლებში გაცილებით მაღალი იყო

თურნავა: ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება გასულ წლებში გაცილებით მაღალი იყო

06/12/2023 10:51:43 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებლი ნათა თურნავა აცხადებს, რომ სებ–დან კადრების გადინება გასულ წლებში გაცილებით მაღალი იყო.

„კადრების გადინება ყოველთვის პრობლემა იყო. სტატისტიკას და გასულ წლებს თუ შეხედავთ, გაცილებით მაღალი გადინება იყო. მე მაქვს ამბიცია და სურვილი, რომ გადინებას პოზიტიური სალდო ჰქონდეს. დღესდღეობით ჩვენს გუნდს უფრო მეტი ადამიანი შემოემატა”, - აცხადებს თურნავა.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა "საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის" საპასუხოდ. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესი დაუშვა, რომლის თანახმად, კომერციულ ბანკებს ფარცხალაძეზე სანქციების გავრცელების ვალდებულება აღარ ეკისრებოდათ. სებ–ის ხსენებული გადაწყვეტილების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა (პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ) დატოვა. სებ-იდან წავიდა პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S