ბაიდენი: უკრაინის მხარდაჭერაზე უარი აბსოლუტური სიგიჟეა
06/12/2023 08:42:29 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტური შეცდომა უწოდა უკრაინის დახმარებაზე შესაძლო უარის თქმის პერსპექტივას, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას. იუწყებიან The New York Times და AFP.
"უკრაინის მხარდაჭერაზე უარი აბსოლუტური სიგიჟეა",– თქვა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებს და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია მიაღწევს თანხების გამოყოფას უკრაინისთვის.
ამასთან, აშშ-ის ფინანსთა მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ უკრაინის ფინანსირების კუთხით მდგომარეობა მართლაც რთულია:
„ჩვენ შეგვიძლია, პასუხისმგებლად მივიჩნიოთ თავი უკრაინის დამარცხებაზე, თუ უკრაინას ამ დაფინანსებით ვერ მივაწოდებთ".
კიევმა მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, რაც შეიძლება მალე დაუჭიროს მხარი უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგანაც კიევისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების გაჭიანურება იქნება სავსე საშიშროებით, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წააგებს.
„დიდი რისკი (იქნება) ის, რომ ჩვენ დავრჩებით იმავე პოზიციაზე, რომელშიც ახლა ვართ. და, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელს გახდის (უკრაინის ტერიტორიების) განთავისუფლების მცდელობების გაგრძელებას და შექმნის ამ ომის წაგების დიდ რისკს“,– თქვა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა და დასძინა, „ჩვენ გვაქვს გეგმა და ეს გეგმა... მოიცავს სამხედრო ოპერაციებს... მოიცავს დიპლომატიურ საქმიანობას და, რა თქმა უნდა, მოიცავს ჩვენს თანამშრომლობას კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სფეროში".


