Accentnews.ge
გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით  37 მლნ ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით  37 მლნ ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

06/12/2023 06:41:32 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 37 მლნ ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა აშშ-ში მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის წინა დღეს უკრაინისთვის ზამთრის ჰუმანიტარული დახმარების ახალი, 29 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების პაკეტის და ასევე ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დამატებით 7.75 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

„აღნიშნული დაფინანსება არის გაერთიანებული სამეფოს ჰუმანიტარული დახმარების, 127 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაწილი, რომელიც უკრაინისა და რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული“, - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში.

მისი ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ჯამური ღირებულება 9.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S