Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინას ექვსი გატაცებული ბავშვი დაუბრუნა

რუსეთმა უკრაინას ექვსი გატაცებული ბავშვი დაუბრუნა

05/12/2023 18:27:41 მსოფლიო

რუსეთმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და კატარის შუამავლობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატაცებული ექვსი ბავშვი უკრაინაში ნათესავებს დაუბრუნა. ამის შესახებ „იზვესტიას“ განუცხადა რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ, რომელზეც ჰააგას დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

ბავშვები დედებს მოსკოვში კატარის საელჩოში შეხვდნენ. ისინი უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიის გავლით დაბრუნდნენ.

The Washington Post-ის ცნობით, დაბრუნებულ ბავშვებს შორის არის 13 წლის მოზარდი, რომელიც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა რუსეთის ერთ-ერთ სოფელში. იგი დედას შეხვდა ანექსირებულ სიმფეროპოლში, შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში, საიდანაც ისინი უკრაინაში დაბრუნდნენ. უკრაინაში დაბრუნდა კიდევ ერთი 15 წლის მოზარდი, რომელიც ცხოვრობდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. ასევე ოჯახებში დაბრუნდნენ რვა წლის ბიჭი, რომელიც ბებიასთან ერთად ოკუპირებულ ლუგანსკის რაიონში ცხოვრობდა და 11 წლის ბიჭი, რომლის დედაც უკრაინის ჯარში მსახურობდა და ტყვედ ჩავარდა. მშობლების გარეშე დარჩენილი კიდევ ერთი ბავშვს უკრაინაში დეიდა ელოდება.

ეს გატაცებული ბავშვების დაბრუნების მეორე ეტაპია კატარის შუამავლობით. ოქტომბერში ოთხი ბავშვი დაბრუნდა უკრაინაში. კატარმა ასევე მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული მარიუპოლიდან წაყვანილი მოზარდის ბოგდან ერმოხინის დაბრუნების მოლაპარაკებებში. მეორე ეტაპზე მოლაპარაკებები 2023 წლის აპრილიდან მიმდინარეობდა.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინიდან რუსეთში 19 546 ბავშვია დეპორტირებული. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ დეპორტირებულია დაახლოებით 700 000 ბავშვი. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გამოსცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S