Accentnews.ge
ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი, გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი, გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

05/12/2023 16:33:31 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა.

"პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ", - წერს ადმინისტრაცია.

დღეს ზურაბიშვილი "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში და მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს შეხვდა. სწორედ ამ ღონისძიებაზე გადასცა ღირსების მედლები დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S