Accentnews.ge
PISA: საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა

PISA: საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა

05/12/2023 15:23:14 საზოგადოება

მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60 ადგილს უკავებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 66-ე.

კვლევის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, წაკითხულის გააზრებაში საქართველოს მაჩვენებელი 6 ქულით შემცირდა და 374 ქულას შეადგენს, მათემატიკაში 8 ქულით შემცირდა და 390-ს შეადგენს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მცირედით – 1 ქულით გაუმჯობესდა და 384-ს შეადგენს.

საშუალო მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 476 ქულაა, მათემატიკაში – 472, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 485.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი - 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი - 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S