Accentnews.ge
ლავროვი: "რეგიონული პლატფორმა "3+3" სულ უფრო პერსპექტიული ხდება"

ლავროვი: "რეგიონული პლატფორმა "3+3" სულ უფრო პერსპექტიული ხდება"

05/12/2023 13:39:46 პოლიტიკა

რეგიონულმა პლატფორმამ "3+3" უკვე შეისხა ხორცი და სულ უფრო პერსპექტიული ხდება, - ირწმუნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

"უკვე ხორცს ისხამს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივა რეგინული პლატფორმა "3+3-ის" (ამიერკავკასიის სამი ქვეყნისა და მათი სამი მეზობლის) ფორმირებისს შესახებ. ესეც ძალზე პერსპექტიული ფორმატია, მოხარული ვიქნები, მოვისმინო თქვენი შეფასებები ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით" - მიმართა ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვს მასთან მოლაპარაკებების გახნისას.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის ოქტომბერში თეირანში გამართულ მორიგ შეხვედრაზე "3+3" ფორმატის (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, სომხეთი, საქართველო) მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ "პლატფორმა ღია რჩება საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისათვის". ოფიციალური ინფორმაციით, თბილისი ფორმატში მონაწილეობას გამორიცხავს იმ მოტივით, რომ ვერ ითანამშრომლებს რუსეთთან ვერცერთ ფორმატში, სანამ ამ უკანასკნელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული.

ამავე თემაზე:

რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე

"კარასინის შემოთავაზებაზე ჩემი პასუხი იყო, რომ "3+3" ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ"

"მოსკოვში "3+3" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია ჩვენთვის, გვქონდა რეაგირება"

სახელმწიფო დეპარტამენტი – "3+3"-ზე: „გარე აქტორები რეგიონში თავიანთი დღის წესრიგის დამკვიდრებას არ უნდა შეეცადონ“

ოსტინი - "3+3"-ზე: "რუსეთი პატივს უნდა სცემდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S