Accentnews.ge
WP: რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ექვს ბავშვს დააბრუნებს

WP: რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ექვს ბავშვს დააბრუნებს

05/12/2023 12:35:47 მსოფლიო

რუსეთი დათანხმდა კიდევ ექვსი უკრაინელი ბავშვის გათავისუფლებას, რათა მათ უკრაინაში, საკუთარ ოჯახებში დაბრუნება შეძლონ,– The Washington Post. ამის შესახებ მოლაპარაკებები კატარის შუამავლობით მიმდინარეობდა, განაცხადა კატარის სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ლოლვა ალ-ხატერმა.

ექვსკაციანი გუნდი მოსკოვს სამშაბათს დატოვებს, რათა ბელარუსის გავლით უკრაინაში გაემგზავროს, იტყობინება ოფიციალური პირი.

WP-ის წყარო ასევე განმარტავს, რომ ერთ-ერთი ბავშვის (11 წლის ბიჭის) დედა უკრაინელი სამხედროა, რომელიც რუსეთში სამხედრო ტყვედ იმყოფება. ბიჭს მამა დაახლოებით ათი წლის წინ გარდაეცვალა და ახლა დედის დასთან დარჩება. აქამდე ის ნათესავებთან ცხოვრობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში.

19 ნოემბერს მარიუპოლიდან წაყვანილმა უკრაინელმა მოზარდმა ბოგდან ერმოხინმა შეძლო, დაეტოვებინა რუსეთი, სადაც ის აღმზრდელ ოჯახში იმყოფებოდა.

მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატამ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დეპორტაციის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S