მედია: ანკარა თელ–ავივს აფრთხილებს, რომ თურქეთში „ჰამასის“ წევრებზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება
05/12/2023 08:20:41 მსოფლიო
თურქეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა ისრაელი გააფრთხილეს, რომ თუ ისინი თურქეთის ტერიტორიაზე შეეცდებიან „ჰამასის“ წევრებზე თავდასხმას, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ისინი განმარტავენ, რომ არც ერთ უცხოურ სადაზვერვო სააგენტოს არ აქვს უფლება, თურქეთის ტერიტორიაზე ოპერაციები განახორციელოს.
მანამდე ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა რონენ ბარმა განაცხადა, რომ ისრაელი "ჰამასს" გაანადგურებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, ლიბანში, თურქეთსა და კატარში.


