Accentnews.ge
ოზურგეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება

ოზურგეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება

05/12/2023 08:05:49 საზოგადოება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 322 734 ლარის დახარჯვა იგეგმება. ტენდერის გარეშე მომსახურების შესაძენად თანხმობის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი წერილით 1 დეკემბერს მიმართა.

"აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ატარებს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, რადგან იგი განკუთვნილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად და და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება", - ნათქვამია თალაკვაძის სახელით შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

შესყიდვების სააგენტოს ვებ–საიტზე წერია, რომ ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2023 წლის 23 დეკემბერს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ამ დრომდე ქალაქის ქუჩებს მორთავენ, 23 დეკემბერს კი აანთებენ ნაძვი ხეს და გაიმართება კონცერტი მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ააიპ-ის ორგანიზებით.

ფოტო/ ოზურგეთი. 2023 წელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S