Accentnews.ge
მედია: საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი ნიჟნი ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

მედია: საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი ნიჟნი ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

05/12/2023 07:58:12 საზოგადოება

საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

"Первый отдел“-ის ადვოკატებისა და უფლებადამცველების განცადებით, მას ტერორიზმში ედება ბრალი.

„შეპელევი რუსი ძალოვანების პროვოკაციის მსხვეროპლი გახდა, ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გაიტყუეს, იქ დააკავეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, რომლის დროსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და ნიჟნი ტაგილის წინასაწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ეტაპირება თითქმის თვენახევარი გაგრძელდა მინვოდიდან, ვოლგოგრადში, სარატოვში, კაზანში, იჟევსკში, პერმში და ეკატერინბურგში“,- ნათქვამია განცხადებაში.

უფლებადამცველების ინფორმაციით, აქტივისტი ნიჟნი ტაგილში გასულ კვირაში აღმოჩნდა. შეპელევს ბრალად სდებენ „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილი) რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებეს და „ტერორიზმის გამართლებას“ (205.2 მუხლის მე-2 ნაწილი). რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი) რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", – იტყობნება "რადიო თავისუფლება".

გამოცემის ცნობით, რაფაილ შეპელევი 12 ოქტომბერს თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა. გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ ცნო "წვრილმან ხულიგნობაში". აქტივისტს სასჯელის სახით, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, გათავისუფლების შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს და ტერორისტულ დანაშაულში მონაწილების ბრალდება წაუყებეს. აქტივისტს დოკუმენტები, მათ შორის საერთაშორისო პასპორტი, საქართველოში დარჩა.

როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, 2021 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოსვლამდე რაფაილ შეპელევი რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში ცხოვრობდა. იგი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციათა რეესტრში შეყვანილი და აკრძალული ნაციონალისტურ-ანარქისტული ჯგუფის, „არტპოდგოტოვკის” წევრია.

შეპელევის შესაძლო გაუჩინარების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც „თავისუფლების უკანონო აღკვეთას“ გულისხმობს."შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, რაფაილ შეპელევი ცნობილია ეკატერინბურგის ოპოზიციის მიტინგებში აქტიური მონაწილეობით. ის მონაწილეობდა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ და ომის საწინააღმდეგო აქციეში. აქტივისტი ასევე მონაწილეობდა საქართველოში ომის საწინააღმდეგო და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S