
მეორე დღეა, კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
05/12/2023 07:50:55 საზოგადოება
მეორე დღეა, კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გაჩნდა. კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, ამიტომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა.
რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი ჯერ–ჯერობით უცნობია.