WSJ: IDF "ჰამასის" გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავს
05/12/2023 06:29:48 მსოფლიო
The Wall Street Journal-ის (WSJ) ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ღაზის სექტორში მდებარე "ჰამასის" გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, ამ მიზნით IDF -მ სატუმბი სისტემა დაამონტაჟა. საუბარია, სულ მცირე, ხუთ სატუმბზე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში.
როგორც WSJ იუწყება, ჯერ–ჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა IDF ამ მეთოდს, რადგან ღაზაში ჯერ კიდევ რჩებიან "ჰამასის" მიერ დატყვევებული მძევლები.
ღაზას სექტორის მიწისქვეშ გვირაბების ფართო ქსელის საერთო სიგრძე 500 კმ-მდეა.


