Accentnews.ge
"თბილისი ენერჯი": 1 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება

"თბილისი ენერჯი": 1 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება

04/12/2023 16:12:50 საზოგადოება

"თბილისი ენერჯის" ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება.

კომპანიის ინფორმაციით, მომწოდებლების მიერ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო "თბილისი ენერჯი" იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს.

"შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიცთითქმის ნახევარმილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება,მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებომომხმარებელს. კომპანიის სალიცენზიო პირობაა მომხმარებელთა უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება. გამომდინარე აქედან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, 30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი ძვირდება. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ასევე დღგ-ს ჩათვლით 1.29 ლარით განისაზღვრა "თელავგაზის" ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის.

1 სექტემბრიდან სამივე კომპანიის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი 1.25 ლარამდე შემცირდა. მაშინ "სოკარის" მომხმარებლისთვის ტარიფის კლება 13 თეთრს შეადგენდა. გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S