Accentnews.ge
„ჯორჯიან ეარვეისი“: მაქსიმალურად ვზრდით ფრენებს ევროპისკენ, კვირაში 60-მდე რეისს დავამატებთ

„ჯორჯიან ეარვეისი“: მაქსიმალურად ვზრდით ფრენებს ევროპისკენ, კვირაში 60-მდე რეისს დავამატებთ

04/12/2023 15:15:39 საზოგადოება

„ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებით, ავიაკომპანია და მისი დირექტორი თამაზ გაიაშვილი მოხარულები არიან, რომ საქართველო, სავარაუდოდ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის განცხადებით, ისინი მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60-მდე რეისს დაამატებენ.

„ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება – მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრიუსელში. მიმდინარე წელს ბევრი ახალი მიმართულება იქნა ათვისებული, მაგრამ „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება. თითოეულ მიმართულებაზებ კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება. „ჯორჯიან ეარვეისი“ წლის ბოლოდან ასევე იწყებს ფრენებს დუბაიში, მომავალი წლის აპრილიდან კი ჩინეთში, პეკინის, შანხაისა და ჩენდუს მიმართულებით. ამ მიმართულებებზეც კვირაში სულ ცოტა სამ-სამი რეისი შესრულდება. ასევე განიხილება ინდოეთის მიმართულებები, როგორიც არის დელი და მუმბაი“, – აცხადებს კომპანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S