Accentnews.ge
ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

04/12/2023 09:58:50 საზოგადოება

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. 13 მაღარო ამ დრომდე პარალიზებულია, გაფიცულები და დამსაქმებელი კომპანია შეთანხმებას ისევ ვერ აღწევენ.

მაღაროელები მეოთხე დღეა, ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ, დასაქმებულების სურვილია 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, რაც თვეში მხოლოდ 15 დღეს მუშაობას გულისხმობს. თანამშრომლების თქმით, ამ რეჟიმს კომპანია ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა, თუმცა პირობა ამ დრომდე შესრულებული არ არის.

2 დეკემბერს გაფიცული მაღაროელების და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 5 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S