
კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა
04/12/2023 07:44:32 საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გვენეტაძე თავად ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე ნოემბრიდან მუშაობს.
“უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში”, –აცხადებს გვენეტაძე.
გვენეტაძე 2023 წლამდე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტად. მანამდე, 2002-2015 წლებში იგი სწორედ IMF–ში, ვაშინგტონში მუშაობდა უფროს ეკონომისტად.