უკრაინის საჰაერო ძალები 18 დრონის და ერთი რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
04/12/2023 06:44:38 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 23 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს. ჩამოგდებულია რაკეტაც.
უწყების თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინას დრონებით ოკუპირებული ყირიმიდან უტევდნენ, ხოლო რაკეტა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის საჰაერო სივრციდან გაუშვეს.
"ჩატარებული სამხედრო სამუშაოს შედეგად განადგურებული შაჰედის ტიპის 18 დრონი და X-59 ტიპის 1 მართვადი საავიაციო რაკეტა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობდა უკრაინის 9 ოლქში". – წერია საჰაერო ძალების ყოველდღიურ ანგარიშში.


