Accentnews.ge
რექტორი ამბობს, რომ ახლა "სასურველი პერიოდი არ არის" პრეზიდენტის ღონისძიების ჩატსატარებლად

რექტორი ამბობს, რომ ახლა "სასურველი პერიოდი არ არის" პრეზიდენტის ღონისძიების ჩატსატარებლად

01/12/2023 16:42:48 პოლიტიკა, საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე ადასტურებს პრეზიდენტის მიმართვას საჯარო ლექციის ჩატარებაზე.

რეაქტორი ამბობს, რომ ახლა "სასურველი პერიოდი არ არის" მსგავსი ღონისძიების ჩატსატარებლად.

„ჩვენგან მიწოდებულია ასეთი ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში არის საგამოცდო პერიოდი, ლექციები არ არის, სტუდენტები არ დადიან და ბავშვები მოდიან მხოლოდ გამოცდებზე. გამოცდების მერე უკანვე მიდიან სახლში სამეცადინოდ. აქედან გამომდინარე, არ არის სასურველი პერიოდი ეს იმისთვის, რომ ჩატარდეს ასეთი ღონისძიება“, – განაცხადა შალვა კირთაძემ.

მას ჰკითხეს, რა პასუხი ექნებოდა უნივერსიტეტს იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მოთხოვნით პრემიერი მიმართავდა. რექტორი ამტკიცებს, რომ იგივე.

30 ნოემბერს, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა ნიკო მანაგაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი „ჩვენი ხმა ევროპას“ ხელმოწერების შეგროვებაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S