
ჟურნალისტმა რუსა შელიამ „იმედი“ დატოვა
01/12/2023 16:29:32 საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალსიტმა რუსა შელიამ ტელეარხი დატოვა.
„არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემ პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე!“, — დაწერა შელიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", პირად გვერდზე 1 დეკემბერს.