
ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მისი მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს
01/12/2023 16:20:07 პოლიტიკა, რეგიონები
ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე – პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. საკითხს კენჭი უყარეს.
ფრაქციის წევრის დავით ხომერიკის თქმით, დარეჯან ცხვიტარიამ ფრაქციის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადაყენებაზე განცხადება, ფრაქციასთან შეუთანხმებლად გააკეთა. ამის შემდეგ მასთან შეხვედრა და გასაუბრება სცადეს, თუმცა უშედეგოდ და როგორც ხომერიკი ამბობს, კენჭისყრის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.
ამასთან, ის ამბობს, რომ ცხვიტარიას ბოლო ორი წელის განმავლობაში ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. ანალოგიურ მიზეზს ასახელებს ხომერიკი ცხვიტარიას მოადგილესთან მიმართებითაც.
თავის მხრივ, დარეჯან ცხვიტარია ფრაქციის წევრების გადაწყვეტილებას „ბოლშევიკურ სასჯელს“ უწოდებს.