Accentnews.ge
უკრაინის სარდლობა: ხერსონის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის არმია ინარჩუნებს პოზიციებს და ახორციელებს კონტრბატარეულ ბრძოლას

უკრაინის სარდლობა: ხერსონის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის არმია ინარჩუნებს პოზიციებს და ახორციელებს კონტრბატარეულ ბრძოლას

01/12/2023 14:25:59 მსოფლიო

უკრაინელი სამხედროებს უკავიათ თავიანთი პოზიციები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, აწარმოებენ ეფექტურ კონტრბატარეულ ბრძოლას, საცეცხლე დარტყმებს ახორციელებენ მტრის პოზიცეიბსა და ზურგში, იუწყებიან უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალები.

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, მტრის მოქმედებებში შეტევითი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ შეინიშნება, მანევრები და ქვედანაყოფების როტაცია გრძელდება.

მანამდე უკრაინის დაზვერვა ვარაუდობდა, რომ რუსული ჯარები შეეცდებოდნენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე გადაჯგუფებას.

2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხერსონის ოლქის მთელი მარჯვენა სანაპირო ნაწილი, რეგიონალური ცენტრის ჩათვლით. რეგიონის მარცხენა სანაპირო ოკუპაციის ქვეშ რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S