Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი: 3-5 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

გზების დეპარტამენტი: 3-5 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

01/12/2023 12:13:06 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S