Accentnews.ge
წელს აივ ინფექციის ახალმა შემთხვევებმა 2%–ით იმატა

წელს აივ ინფექციის ახალმა შემთხვევებმა 2%–ით იმატა

01/12/2023 11:47:35 საზოგადოება

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.

ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მოხედვით შემდეგია:

* 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება

* 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;

* 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან

* 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;

* 0,4 % - სისხლის გადასხმა

* 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.

რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში - 1315; იმერეთში - 1246; აჭარაში - 1236; აფხაზეთში - (559); კახეთში - (504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.

1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 - მამაკაცი და 2602 - ქალია. გარდაიცვალა 2185 ადამიანი.

"შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას მიღწევები აქვს ბოლო წლების განმავლობაში. შიდსი კვლავ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ქვეყანაში შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, არასამთავრობო სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო, ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შიდსის დროული გამოვლენის შესაძლებლობა და მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჭირდება შიდსის მკურნალობა.

შედეგები არის იმედისმომცემი, მთავარია მკურნალობაზე ჰქონდეს პაციენტს დამყოლობა. ამისთვის კლინიკური სექტორი სრულად მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომ ადამიანებს შევთავაზოთ ის მკურნალობა, რაც მათ მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის სჭირდებათ.

ქვეყანა მიდის 2030 წლისკენ და ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ მდგრადი განვითარების ამოცანებს უნდა მივაღწიოთ. შიდსი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე. ამდენად, მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მოსახლეობის ინფორმირება შიდსის რისკებთან დაკავშირებით, ასევე, პრევენციის მიზნით დროული ტესტირება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისა. თუკი დადასტურდა ეს დიაგნოზი, შემდეგ უკვე ხელმისაწვდომი მკურნალობა დაიწყება, რასაც სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S