Accentnews.ge
ჭიათურელი მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურელი მაღაროელები გაიფიცნენ

01/12/2023 10:15:12 რეგიონები, საზოგადოება

ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს. ისინი დარკვეთის მაღაროში დასაქმებულთა 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადაყვანას ითხოვენ, რაზეც ივნისში მიმდინარე გაფიცვის დროს კომპანია და დასაქმებულები შეთანხმდნენ, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.

ტარიელ მიქაცაძე განმარტავს, რომ მაღაროში დასაქმებულ 150-მდე თანამშრომელს კომპანია 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით ამუშავებს, თუმცა 12-საათიანი გრაფიკის გეგმებს უსახავს. შესაბამისად, აღნიშნული არც მათ ანაზღაურებაზე ისახებოდა.

მიქაცაძე ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართა და ყველა საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას, გარდა ანაზღაურებისა:

მისი თქმით, ამჟამად სრულად შეჩერებულია მაღაროების მუშაობა, რადგან გაიფიცნენ, როგორც დარკვეთის, ასევე სხვა მაღაროებში დასაქმებული ადამიანები სოლიდარობის ნიშნად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S