Accentnews.ge
ქადაგიძე ბოდიშს ელის

ქადაგიძე ბოდიშს ელის

01/12/2023 09:51:23 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აცხადებს, რომ ელის მტკიცებულებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოსამართლეების კორუფციის შესახებ. ასევე ელის ბოდიშს „ნებისმიერი იმ პირისგან, ვისგანაც სასამართლოს დემონიზება წამოვიდა“.

ის ამტკიცებს, რომ ქართული მართლმსაჯულება "სრულად დაცლილია" კორუფციისგან.

„სამი მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არც ერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებ მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მოუხედავად, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ვერავის დავეთანხმები“, – თქვა მან ჟურნალისტებთან.

ქადაგიძის თქმით, ყველა იმ საქმემ, „რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და ქართველი მოსამართლეების დემონიზება“, გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში" და „ყველა საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ":

"ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა და მეც, როგორც რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, შემდეგ იქნება პასუხი კითხვაზე, არის თუ არა 100%-ით მართალი ქართველი მოსამართლე, როცა მის სანქცირებაზე ხდება საუბარი“, – განაცხადა ქადაგიძემ.

.მისი თქმით, სასამართლოს დემონიზება მოჰყვა საქმეებს, რომლითაც სასამართლოში პოლიტიკის შემოტანის მცდელობა იყო და დაბეჯითებით განაცხადა, „სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა, ყოველ შემთხვევაში სანამ მე ვარ თავმჯდომარე“.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბუნებრივია, ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ მათგან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს. თუ სურვილი ექნებათ და თვლიან, რომ ეს ინფორმაცია არის მართალი, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იქნას, იმიტომ რომ, ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა აღქმებზე და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება“,– უპასუხა კითხვას ქადაგიძემ.

მისი მტკიცებით, ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება ბევრად უსწრებს ნებისმიერ მეგობარ ქვეყანას:

„მე სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ მათგანს, მაგრამ გარწმუნებთ, ქართული მართლმსაჯულება თავისი განვითარებით და თავისი შესაძლებლობების სტანდარტებით ბევრად უფრო აღემატება ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყნის მართლმსაჯულებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S