Accentnews.ge
კურტანიძე: რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია!

კურტანიძე: რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია!

01/12/2023 09:39:59 საზოგადოება

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ცნობილი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ ფედერაციის ყრილობაზე არ შეუშვეს.

კურტანიძე ამბობს, რომ დამამცირებლად მოექცნენ.

„ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა, მეტი არაფერი… თუმცა, ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქო და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი. შემდეგ დაუძახა გენ მდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა… გენერალურმა მდივანმა მითხრა, არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა.

ასე უფრო მეტად რბილად ავღნიშნავ… დავიბენი… რადგან არ ველოდი… შემრცხვა… ძალიან დავმცირდი… ძალიან მეტკინა… რაღაც ვთქვი და წამოვედი! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას, და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული… დიახ, თქვენიდან, ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქმდე, ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა. მე სხვა საზღური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! ვფიქრობ, ასე არ შეიძლება! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია.

მე ვღებულობ გეგა გეგეშიძისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას! მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე… მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის წინაშე რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ…. ვერ მივიღებ, რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი, მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაცხყოფის დავიწყებით იმაზე მეტს ვეტყოდი, ვიდრე გაიგო ….მაგრამ არ გამოვიდა… მე ვიღებ ამ გამოწვევას!“, – წერს კურტანიძე სოციალურ ქსელში.

ჭიდაობის ფედერაციაში ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S