Accentnews.ge
იოსელიანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა "კლანი" სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევა

იოსელიანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა "კლანი" სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევა

01/12/2023 08:19:11 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა ომბუდსმენი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა გამოწვევა ე.წ. მოსამართლეების კლანი.

კერძოდ, ჟურნალისტებმა ჰკითხეს იოსელიანს, "რჩება თუ არა მთავარ გამოწვევად ე.წ. კლანი და კორუფცია?", საპასუხოდ იოსელიანმა შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ანგარიშების კუთხით, მათში საუბარია იმ რეფორმების აუცილებლობაზე, რაც მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიდგეს. ეს ბევრ ინსტიტიციურ საკითხს მოაგვარებს. მათ შორის იმ საკითხზე, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით არის სწორედ, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში, ჩვენ წარვადგენთ ჩვენ მოსაზრებებს და ვცდილობთ იმ საკითხების ადვოკატირებას, რომლებიც კიდევ უფრო გამჭვირვალეს, დემოკრატიულს და საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებულს გახდის ქართულ მართლმსაჯულებას".

ჟურნალისტმა მას კითხვა კიდევ ერთხელ გაუმეორა, თუმცა იოსელიანმა თქვა, რომ შეკითხვას პასუხი უკვე გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S