Accentnews.ge
შარლ მიშელი: ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ

შარლ მიშელი: ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ

30/11/2023 13:55:09 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი ევროპული კონტინენტი უნდა გავაძლიეროთ, ვაჩვენოთ ძალა და თავდაცვა. ამიტომ ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რომლის საფუძვლადაც ნატო რჩება“, - განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული თავდაცვის იდეა ახალი არაა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო არასტაბილურმა გარემომ მას „ახალი აქტუალურობა“ მისცა.

"ვინაიდან ომი უკვე ჩვენს კართანაა, ჩვენი ამბიციები ამ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. პირველ რიგში, უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ერისადმი ჩვენი ურყევი სამხედრო დახმარება. უკრაინის უსაფრთხოება - ჩვენი უსაფრთხოებაა. მთელი ჩვენი უსაფრთხოებაა. მეორე რიგში, ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. დღეს, ხვალ და მომავალში", - განაცხადა მიშელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S