
APAVEN-ის დირექტორი: სამხრეთ კავკასიაში საკონტეინერო ჰაბი ფოთია, შემდეგ მოდის ერევანი
29/11/2023 10:08:31 კავკასია
სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საკონტეინერო კერა ფოთია, შემდეგ მოდის ერევანი. ამის შესახებ სომხური სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია Apaven-ის დირექტორმა გაგიკ აღაჯანიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა სრულად არის მზად, დაეხმაროს ეკონომიკურ სუბიექტებს ალტერნატიულ ბაზრებზე შესვლაში. ის დარწმუნებულია, რომ სომხეთი ძალიან სერიოზულად არის ინტეგრირებული საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში.
„მსოფლიოს 10 უმსხვილესი საზღვაო კომპანიებიდან შვიდი წარმოდგენილია სომხეთში. სხვათა შორის, ამ ათეულში რუსული კომპანიები არ შედიან. ეს პირობები შექმნილია და მსგავს ცვლილებებს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან“, - დასძინა აგაჟანიანმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ქმნის საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
„ჩვენი მეზობლების სურვილი, დაეტოვებინათ სომხეთი ბლოკადაში, წარმატებით არ დაგვირგვინდა. ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არის ალტერნატიული შესაძლებლობები, პრობლემა მხოლოდ პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხშია“, - აღნიშნა მან.