
ერევანში რუსული სამხედრო სატვირთო მაღაზიაში შევარდა
29/11/2023 09:56:12 კავკასია
ერევანში 29 ნოემბერს, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც რუსული სანომრე ნიშნის მქონე სამხედრო სატვირთო მონაწილეობდა.
შემთხვევა სებასტიას ქუჩაზე დაფიქსირდა. "ურალის" სატვირთო ავტომობილმა ჯერ საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, შემდეგ ტროტუარზე გადავიდა და კოსმეტიკური მაღაზიის კედელს შეეჯახა. მაღაზია ისევ დაკეტილი იყო, რის გამოც მსხვერპლი არ ყოფილა. დარტყმის შედეგად კედელი ჩამოინგრა. შემდეგ მძღოლი უკან სვლით ცდილობდა მოძრაობას, რა დროსაც ხე ამოგლიჯა.
მედია წერს, რომ მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც მალევე გაწერეს.