Accentnews.ge
უკრაინელებმა რუსებს ორი რაკეტა და გამოყენებული 21–ვე დრონი გაუნადგურეს შვიდ ოლქში

უკრაინელებმა რუსებს ორი რაკეტა და გამოყენებული 21–ვე დრონი გაუნადგურეს შვიდ ოლქში

29/11/2023 07:24:35 მსოფლიო

რუსეთის არმიამ უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 21 უპილოტო საფრენი აპარატი(Shahed-136/131) და 3 მართვადი საავიაციო რაკეტა(Х-59). დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდან, პრიმორსკ-ახტარსკის მხრიდან, ხოლო სარაკეტო - უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, რუსეთის მიერ გამოყენებული 21-ვე დრონი გაანადგურეს ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და ხმელნიცკის ოლქებში. ასევე გაანადგურეს 3-დან 2 რაკეტა ნიკოლაევის ოლქში.

დღეს დილით მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა დედაქალაქის მახლობლად გაანადგურეს დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების რაიონში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით 07:30 საათზე, თვითმფრინავის ტიპის „უკრაინული“ დრონი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკის რაიონში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S