Accentnews.ge
ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს

28/11/2023 15:55:46 მსოფლიო

ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს, რათა შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებლების შედინება რუსეთის ტერიტორიიდან, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა.

ორპომ აღნიშნა, რომ ფინეთის მთავრობამ რუსეთთან ყველა სასაზღვრო პუნქტის დახურვა გადაწყვიტა, რომელთაგან ამ მომენტამდე მხოლოდ ერთი - სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “რაია-იოოსეპი” ლაპლანდიის რაიონში ფუნქციონირებდა.

გადაწყვეტილება ძალაში 29 ნოემბრიდან 30 ნოემბრისთვის შუაღამეს შევა და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში იქნება შესაძლებელი.

ამავდროულად, გადაწყვეტილება არ შეეხება ფინეთსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვებს.

ფინეთის სასაზღვრო დაცვის ცნობით, ნოემბერში რუსეთიდან ფინეთში შევიდა დაახლოებით 900 მიგრანტი კენიიდან, მაროკოდან, სომალიდან, იემენიდან, სირიიდან, პაკისტანიდან. ადრე ასეთი სტუმრების რაოდენობა დღე-ღამეში ერთს არ აღემატებოდა, შენიშნავენ უწყების თანამშრომლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S