რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს
28/11/2023 11:59:09 მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს.
„უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
დღეს უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა.


