
გამოავლინეს ობიექტები, რომლებიც მომხმარებლებს მხოლოდ რუსულენოვან მენიუს სთავაზობდნენ
28/11/2023 09:45:01 საზოგადოება
კონკურენციის სააგენტომ ბათუმში 9 კვების ობიექტი გამოავლინა, რომელსაც არაქართულ ენაზე ჰქონდა მენიუ შედგენილი. დადგინდა, რომ დაწესებულებებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
სააგენტომ სულ 11 ობიექტში არსებული მდგომარეობა შეისწავლა, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს "ინვესტ ინ ჯორჯიას" და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ დაწესებულებაში.
ირკვევა, რომ მათ უმეტესწილად რუსულენოვანი მენიუები ჰქონდათ.
ობიექტებს, სადაც დარღვევა აღმოაჩინეს, დაევალათ ერთი თვის ვადაში შექმნან ქართულ ენაზე მენიუები და შეძლონ სახელმწიფო ენაზე კლიენტების მომსახურება.
კონკურენციის სააგენტომ საკითხის შესწავლა ზაფხულში დაიწყო.