
კატარის საგარეო: ღაზაში ზავი ორი დღით გახანგრძლივდა
27/11/2023 17:27:31 მსოფლიო
ღაზაში ზავი ორი დღით გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კატარი აცხადებს, რომ მიმდინარე შუამავლობის ფარგლებში, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება მიღწეულია“, - წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაჯედ ალ-ანსარი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). ინფორმაცია გაავრცელა ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმაც.
ღაზაში ზავის ორი დღით გაგრძელებას რადიკალური მოძრაობა „ჰამასიც“ ადასტურებს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ხანმოკლე ზავი გასულ კვირაში მიიღწა. ამ პერიოდის განმავლობაში "ჰამასზმა" ისრაელზე თავდასხმისას გატაცებული მძევლების ნაწილი უნდა გაათავისუფლოს.