Accentnews.ge
შარლ მიშელი უნგრეთში ჩავიდა

შარლ მიშელი უნგრეთში ჩავიდა

27/11/2023 17:02:05 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიშელი აღნიშნავს, ის ორბანთან კონსულტაციებს მართავს დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომისთვის მოსამზადებლად.

„ევროკავშირის ერთიანობა საჭიროებს მუდმივ ძალისხმევას და არის ჩვენი მთავარი სიძლიერე“, – წერს შარლ მიშელი.

„პოლიტიკო“ წერდა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება, თუ ევროკავშირის ლიდერები არ დათანხმდებიან კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთლიანი სტრატეგიის გადახედვას.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმა უნგრეთის ხელისუფლებას შეახსენა, რომ ევროკავშირის დატოვება შეუძლია.

"ორბანი ამტკიცებს, რომ "ევროკავშირი უნგრეთის კოლონიზაციას ახდენს" და საბჭოთა კავშირის რეპრესიებს ევროკავშირის მეთოდებს ადარებს.

ახალი ამბავი ბატონო ორბან - შენ შეგიძლია დაგვტოვო. არავინ გაგაჩერებს. უკრაინა, მოლდოვა და მაკედონია სიამოვნებით დაიკავებენ უნგრეთის ადგილს.

ევროკავშირი ვეღარ დარჩება ორბანის შანტაჟის ქვეშ. საკმარისია" წერს ევროკომისარი ვიოლა ვონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა, თქვა, რომ „არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი“.

24 ოქტომბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა მიანიშნა, რომ უნგრეთი ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში ევროკავშირის წევრი აღარ უნდა იყოს.

როგორც მედია აღნიშნავს, ორბანის კავშირი რუსეთთან და კონკრეტულად პუტინთან ეფუძნება იაფ გაზს და კორუფციულ კონტაქტებს (2022 წლის მსოფლიოში კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, უნგრეთი გახდა ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო ევროკავშირში: მან 77-ე ადგილი დაიკავა). მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მედიაზე კონტროლის მეშვეობით ორბანი ახერხებს უნგრეთში კონსერვატიული პროპაგანდის წახალისებას, რომელიც ძალიან ჰგავს პუტინის პროპაგანდას.

2017 წელს The Insider-მა გაარკვია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი ლოიალობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ორბანზე კრიმინალური ავტორიტეტის სემიონ მოგილევიჩის მიერ 90-იანი წლების შუა პერიოდში მოპოვებული კომპრომატები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S