ილონ მასკი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
27/11/2023 14:44:22 მსოფლიო
ანტისემიტიზმში დადანაშაულების შემდეგ, ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი 27 ნოემბერს ისრაელში ჩავიდა და პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მასკი და ნეთანიაჰუ კიბუც კფარ აზას ესტუმრნენ, სადაც "ჰამასის" ტერორისტებმა 7 ოქტომბერს ხოცვა–ჟლეტა მოაწყვეს.
მასკი ასევე იმყოფებოდა კიბუც კფარ აზას უსაფრთხოების უფროსის ოფირ ლიბშტეინის სახლში, რომელიც კიბუცის დაცვისას დაიღუპა. ილონ მასკმა მოისმინა ოთხი წლის ამერიკელი-ებრაელი გოგონას ავიგაილ იდალის ისტორია, რომელსაც მშობლები თვალწინ დაუხოცეს.
მანამდე მასკი არაერთხელ დაადანასაულეს ანტისემიტიზმში. 16 ნოემბერს ის X-ში დაეთანხმა მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ "ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ". მასკის კომენტარს თეთრ სახლშო ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობა უწოდეს, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს. X-თან სარეკლამო პარტნიორობა კინოსტუდიებმა Disney, Warner Bros., Paramount, Sony გაწყვიტეს. ბრალდებას არ გაეთანხმა მასკი: "გასულ კვირას მედიაში გაჩნდა ყალბი ისტორიები, რომლის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ანტისემიტი ვარ. არაფერია ამაზე შორს სიმართლისგან. მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს, წარმატებულ და საინტერესო მომავალს ვუსურვებ".


