Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: ნოემბერში რუსეთმა ომის მანძილზე ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა

ბრიტანული დაზვერვა: ნოემბერში რუსეთმა ომის მანძილზე ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა

27/11/2023 12:03:22 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ნოემბერში რუსეთმა ომის მანძილზე ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა.

მისი ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებში დანაკარგებმა დღეში საშუალოდ, 931 ადამიანი შეადგინა.

როგორც დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, ეს ინფორმაცია უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებს ემყარება.

ადრე რუსეთს ყველაზე მაღალი დანაკარგები (დღეში საშუალოდ, 776 ადამიანი) 2023 წლის მარტში ბახმუტისთვის ბრძოლაში ჰქონდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, შევამოწმოთ მეთოდოლოგია, რომლითაც დაღუპულ მეომრებს ითვლიან, უკრაინული მხარის მიერ დასახელებული რიცხვები სრულიად დამაჯერებელია", – აღნიშნავენ დაზვერვის სამსახურში.

ბრიტანელი ექსპერტები თვლიან, რომ "ამჟამინდელი მძიმე დანაკარგები დიდად არის დამოკიდებული ქალაქ ავდეევკაზე რუსეთის იერიშზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S