Accentnews.ge
სტიქიის გამო უკრაინის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევში საფრთხის მეორე დონე გამოცხადდა

სტიქიის გამო უკრაინის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევში საფრთხის მეორე დონე გამოცხადდა

27/11/2023 10:06:39 მსოფლიო

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევში საფრთხის მეორე, ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა დიდთოვლობის და ქარბუქის გამო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 2 019 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რთული ვითარებაა საავტომობილო გზებზე. მხოლოდ ოდესის ოლქში, დაახლოებით ორ საათში აღირიცხა 70-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა. უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

ქვეყნის მასშტაბით 14 ავტომაგისტრალი დროებით დაიკეტა.

კიევის და ოდესის გარდა, რთული ვითარებაა ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კრივოი როგის, პოლტავის, ჩერნიგოვის და დონეცკის ოლქებში. რთული ვითარებაა უკრაინის ანექსირებულ ნაწილში, ყირიმის ნახევარკუნძულზეც. შტორმის გამო დატბორილია არაერთი რაიონი. ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S