Accentnews.ge
8-ბალიანი შტორმის შედეგად ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

8-ბალიანი შტორმის შედეგად ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

27/11/2023 09:15:26 საზოგადოება

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

სანაპიროზე 8 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რამაც ბულვარში არსებული სასეირნო პრომინადი და რამდენიმე მონაკვეთი დატბორა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით სანაპირო ზოლზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

112-ის ცნობით, 27-28 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექი.

შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანია ევაკუირებული დატბორილი ტერიტორიებიდან ევპატორიასა და სევასტოპოლში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S