
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის 66 სტუდენტი საცურაო პრაქტიკას ფოთის მრავალფუნქციურ საცურაო კომპლექსში გაივლის
27/11/2023 08:29:57 რეგიონები, რეკლამა
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის 66 სტუდენტი საცურაო პრაქტიკას ფოთის მრავალფუნქციურ საცურაო კომპლექსში გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის საცურაო კომპლექსი ავრცელებს.
მისი ცნობით, წვრთნები, თევზსაჭერი გემის ნავიგაციის, გემის საგემბანე და სამანქანე განყოფილებების ექსპლუატაციის სტუდენტებმა დაიწყეს.
"აღსანიშნავია, რომ ჩვენს მრავალფუნქციურ საცურაო კომპლექსში ყველა პირობაა შექმნილი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად", – ნათქვამია ფოთის საცურაო კომპლექსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.