
მედია: ბათუმში, ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა
27/11/2023 08:05:25 საზოგადოება
ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა, – იუწყება "ბათუმელები". გამოცემას ბავშვის დედა ეუბნება, რომ 6 წლის ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა.
"შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით", - ყვება ქალი "ბათუმელებთან".
"ბათუმელებთან" ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელი ლევან ლაზარიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.
/მთავარი ფოტო "ბათუმელები"