Accentnews.ge
ყირიმში ევაკუირებულია მოსახლეობის ნაწილი და 500 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ყირიმში ევაკუირებულია მოსახლეობის ნაწილი და 500 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

27/11/2023 06:19:08 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანია ევაკუირებული დატბორილი ტერიტორიებიდან ევპატორიასა და სევასტოპოლში.

ყირიმის ქალაქებში, მათ შორის სიმფეროპოლსა და იალტაში ქარიშხლის შედეგად მრავალწლოვანი ხეების წაქცევის გამო დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. დატბორვის გამო რამდენიმე საავტომობილო გზა დაკეტილია.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. 500 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რთული ვითარების გამო ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 27 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S